ერთდღიანი შვებულებები და გორის ბაზარში სააგენტოს ავტობუსით მისული თანამშრომლები

ნოემბერი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს დილით დააწერინეს განცხადებები და ერთი დღით გაუშვეს შვებულებაში, - უთხრა რადიო "მოზაიკას" გორის მერიის ტურიზმისა და კულტურის სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, 28 ნოემბრისთვის, ანუ დღევანდელი დღისთვის, შვებულებაში გასვლა სააგენტოს 12-მა თანამშრომელმა მოითხოვა. მათგან 7-მა განცხადება რამდენიმე დღით ადრე, 5-მა კი დღეს დილით დაწერა.

"ზოგიერთი მათგანი 1 დღით გავიდა შვებულებაში. როგორც ვიცი, ასეთი 4 თანამშრომელია. დანარჩენებმა კი რამდენიმე დღიანი შვებულებები აიღეს", - აცნობეს რადიო "მოზაიკას"

შვებულებაში გასული თანამშრომლების ნაწილი დღეს გორის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა იმ დროს, როცა ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს ხვდებოდა.

მათი ნაწილი ბაზარში სააგენტოს კუთვნილი ავტობუსით მივიდა. ფაქტი რადიო "მოზაიკამ" დააფიქსირა.

თანამშრომლების ბაზარში ყოფნის ფაქტი რადიო "მოზაიკას" სააგენტოს დირექტორმაც დაუდასტურა.

"ვიცი, რომ ჩემი თანამშრომლები იმყოფებიან ბაზარში. ისინი არიან შვებულებაში და ცოტა ხანში, ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც გაჩვენებთ", - გვითხრა კაპანაძემ.

სააგენტოს უფროსმა დაზუსტებით ვერ გვითხრა, რამდენი თანამშრომლები გავიდა დღეს შვებულებაში.

შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი გორში მაჟორიტარი-დეპუტატის იოსებ მაკრახიძის საქმიანობის შესაფასებლად და მოვაჭრეებთან შესახვედრად ჩამოვიდა. მის სტუმრობას კი ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

ამავე თემაზე: გელა კაპანაძე: ალეკო ელისაშვილთან მისული ჩემი თანამშრომლები შვებულებაში არიან

Read 727 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი