Back to Top
პარასკევი, 29 ნოემბერი 2019 12:28

გორის საბავშვო ბაღების სააგენტო 40 ნაძვის ხეს და 1 ჩიჩილაკს იყიდის

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ნაძვის ხეების, ჩიჩილაკის და ნაძვის ხის სათამაშოების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
სააგენტო საბავშვო ბაღებისთვის სულ 40 ნაძვის ხეს და 1 ჩიჩილაკს იყიდის.
გარდა ამისა, ტენდერით გათვალისწინებულია ნაძვის ხის სათამაშოების შესყიდვაც. ჯამში სააგენტომ ამ ყველაფრისთვის 12 890 ლარი გაითვალისწინა.
ტენდერზე წინადადებების მიღება 6 დეკემბერს მთავრდება, რის შემდეგაც სააგენტო გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს.
ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საბავშვო ბაღებს ახალი ნაძვის ხეები 5 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიეწოდოს.
Read 417 times