Back to Top
ხუთშაბათი, 22 მარტი 2018 12:44

გორის ჯანდაცვის ცენტრი: 2017 წელს საკვებით ინტოქსიკაციის 426 შემთხვევა დაფიქსირდა

Rate this item
(0 votes)

2017 წელს განმავლობაში ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებათა შესახებ  შემოვიდა სასწრაფო შეტყობინება 3292 შემთხვევაზე, - ნათქვამია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გასული წლის ანგარიშში. 

დოკუმენტის თანახმად, მართვადი ინფექციებიდან, არასრულად აცრილ პირებში, დაფიქსირდა ყბაყურის 1 შემთხვევა (ქალაქი) და ყივანახველის 5 შემთხვევა (რაიონი).

"წლის განმავლობაში სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეების და საკვებისმიერი ინტოქსიკაციების შემთხვევები (საკვებისმიერი: ქალაქი - 163, რაიონი - 263; ინფექციური დიარეა: ქალაქი - 181; რაიონი -429). ეს მიუთითებს მოსახლეობის სანიტარული - ჰიგიენური პირობების მოუწესრიგებლობაზე და პირადი ჰიგიენის დაუცველობაზე", - წერია ანგარიშში.

Read 1861 times Last modified on შაბათი, 24 მარტი 2018 14:10