მანდატურები გორის მუნიციპალიტეტის კიდევ 4 სოფლის სკოლას ეყოლება

დეკემბერი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის, სოფელ ქვეშის, სოფელ პატარა გარეჯვრის და სოფელ შავშვების სკოლებში მანდატურის სამსახური შევიდა, - ინფორმაციას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ავრცელებს.

კონკურსის წესით შერჩეულ მანდატურებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა შსს-ს აკადემიაში 2-თვიანი მოსამზადებელი კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.

გაფართოების გეგმის თანახმად, 2019 წელს მანდატურის სამსახური უკვე შევიდა 130 ახალ საჯარო სკოლაში. ამ ეტაპზე, მანდატურები წარმოდგენილნი არიან საქართველოს 588 საჯარო სკოლაში.

2020 წელს მანდატურის სამსახური 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა.

Read 1672 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი