გორელმა მოჭადრაკე ბავშვებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

დეკემბერი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორელმა მოჭადრაკე გოგონებმა 8 წლის მარიამ ცაციაშვილმა და 7 წლის მარიამ ნუკრაძემ ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 8 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, - ამის შესახებ, ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
"მარიამ ცაციაშვილმა, რომელიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 6 ქულა დააგროვა და ყველას აჯობა. მარიამ ნუკრაძე კი 4 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა", - აცხადებენ სააგენტოში.
როგორც ცნობილია, მარიამ ცაციაშვილმა მიმდინარე წელს თავის ასაკში საქართველოს ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ამასთან ოქტომბერში ქუთაისში გამართულ მაია ჩიბურდანიძის თასზეც არავის დაუთმო პირველობა. მარიამ ნუკრაძეს კი 7 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული.
ინფორმაციისთვის, ორივე მოჭადრაკე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. მათი მწვრთნელი კი, ოთარ დოლიძეა.
Read 101 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი