Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 02 დეკემბერი 2019 17:36

გორში გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირი იწყება - 3 დღეში 12 თამაშია დაგეგმილი

Rate this item
(0 votes)

გორში, გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირი იწყება, - ამის შესახებ, ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი "გორი" ავრცელებს.

ტურნირის ფარგლებში გორში, 7 და 8 დეკემბერს 12 თამაში გაიმართება.

"გარდამავალი თასისთვის, ერთმანეთს 7-დან 8 დეკემბრის ჩათვლით 8 გუნდი დაუპირისპირდება. საფეხბურთო მარათონში 11 წლამდე ასაკის ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირმა 2003 წლიდან, ტრადიციული სახე მიიღო და ყოველწლიურად ტარდება", - აცხადებენ საფეხბურთო კლუბ "გორში".

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ ტურნირის ფარგლებში გასამართი თამაშების გრაფიკს:

 

 

როგორც ცნობილია, საბოლოოდ, გამოვლინდება ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი, მეკარე, მცველი და ნახევარმცველი.

შესაბამის ნომინაციაში გამოვლენილი სპორტსმენები სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ინფორმაციისთის, საფეხბურთო კლუბი „გორი“ აღნიშნულ ტურნირს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს.

Read 658 times