Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 03 დეკემბერი 2019 15:35

გორის საკრებულომ ქვეშის სკოლისათვის ნოდარ ხადურის სახელის მინიჭებაზე უარი თქვეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა სოფელ ქვეშის საჯარო სკოლისთვის ნოდარ ხადურის სახელის მინიჭებაზე განკარგულების პროექტს მხარი არ დაუჭირეს.

კომისიის თავმჯდომარე ზურა ყაჯრიშვილმა საკითხის შესასწავლად გონივრული დრო ითხოვა.

"არის რიგი საკითხები, რომელიც უნდა დაზუსტდეს, უნდა ვიმუშაოთ ამაზე. არ არის სრულყოფილად მომზადებული. ამ ადამიანს დიდ პატივს ვცემთ, არანაირი პოლიტიკური გავლენა ამაზე არ არის, მაგრამ საკითხი უნდა შევისწავლოთ სიღრმისეულად, ამიტომ დროებით უნდა გადავდოთ", - ამბობს ზურა ყაჯრიშვილი.

ამავე თემაზე: ქვეშის საჯარო სკოლისთვის ნოდარ ხადურის სახელის მინიჭება სურთ

Read 538 times Last modified on სამშაბათი, 03 დეკემბერი 2019 15:42