ინტერმუნიციპალური თავშესაფარი - გორში მიუსაფარ ცხოველთა საკითხის მოგვარების გზებს ეძებენ
ავტორი: ხატია მუმლაძე
გორში მიუსაფარ ცხოველთა საკითხზე მსჯელობა გრძელდება. მოქალქეებს პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვა, ამჯერად, "სოციალური პროგრამებისა და გავითარების ცენტრმა" გაუზიარა.
ამავე თემაზე: მიუსაფარი ძაღლები გორში - საერთო საფრთხე ან/და საერთო საზრუნავი
მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნული პრეზენტაცია, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციიი ინიციატივით, „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ ცხოველთა უფლებათა დამცველებისთვის და საკითხით დაინტერესებული ადამიანებისთვის გამართა. პროექტის ავტორებმა დეტალურად ისაუბრეს თავშესაფრის ფუნქციებზე. ასევე, წარმოადგინეს მისთვის გათვალისწინებული ხარჯებიც.
პროექტის ერთ-ერთი ავტორის, ლაშა გეგეჭკორის თქმით, პროექტის ფარგლებში თავშესაფრის ინტერმუნიციპალური მოწყობის გარდა, შესაბამისი კლინიკის მოწყობაც იგეგმება, რომელიც თავშესაფარში შეყვანილი ცხოველის სათანადო მკურნალობას უზრუნვეყობს:
„პროექტი მოიცავს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვას, მათ მოვლა-პატრონობას. ამაში იგულისხმება ყველა სამედიცინო მანიპულაცია, რაც ცხოველს უნდა ჩაუტარდეს, იმისთვის, რომ იყოს საზოგადოებისთვის უსაფრთხო“, - განმარტა გეგეჭკორმა.
ამავე თემაზე: ძაღლი ქუჩაში - მოძალადეთა სამიზნე და პოტენციური საფრთხე
გუბერნატორის აპარატში წარმოდგენილი პროექტი მოიწონეს, თუმცა მხარის გუბერნატორმა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და შენიშვნებსაც გაეცნობა.
„ეს პროექტი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ცდები ჩავატაროთ. ზუსტად ამიტომ გამოვიტანეთ საჯარო განსახილველად ეს თემა. მთავარია, რომ კონცეფცია უკვე შემუშავებულია და ამაზე აქტიური განხილვა მიდის“, - განაცხადა კახა სამხარაძემ.
ამავე თემაზე: მიუსაფარი ძაღლების დაძინება - მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ცხოველთა უფლებათა დამცველები წარმოდგენილ პროექტს მთლიანობაში ეთანხმებიან, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვთ. ირმა მთიულიშვილი აქცენტს ქუჩაში მომრავლებული მიუსაფარი ცხოველების პრობლემის უახლოეს ვადებში მოგვარებაზე აკეთებს.
„ჩვენ ვერ გავიგეთ ამ ეტაპისთვის რა იგეგმება. იმისთვის, რომ მალე მოგვარდეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, აღნიშნული პროექტი არის გრძელვადიანი და მასში დღეს არსებული პრობლემის მოგვარება არ არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა მთიულიშვილმა.
პროექტის მოხედვით, კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციორი თავშესაფრის შექმნა, კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფს, როგორც მიუსაფარ, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცხოველებს.
Latest from რადიო მოზაიკა
- საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
- სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია "ცხინვალის" 5 ფეხბურთელის დაკავებას ეხმაურება
- მამიდის მიმართ მუქარისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ხიდისთავში ერთი პირი დააკავეს
- 25 დევნილ ახალგაზრდას დასაქმებისთვის გადაამზადებენ
- გუბერნიამ 4228 ლარი სტუმრების დასახვედრად და სარესტორნე მომსახურებისთვის დახარჯა