Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 03 დეკემბერი 2019 16:02

როგორ მოვიზიდოთ გორში ტურისტი - ველომოყვარულთა შეხვედრა მერიის წარმომადგენლებთან

Rate this item
(0 votes)

როგორ მოვიზიდოთ ტურისტი ველოსიპედით - ეს იყო შეხვედრის თემა, რომელიც დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა.

დისკუსიას მერის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ველომოყვარულები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორი გორის ველომოყვარულთა კლუბი იყო, რომელიც გორში ახორციელებს 3 თვიან პროექტს სახელწოდებით შე/მოუარე გორს.

"ეს იყო ჩვენი პროექტის დასკვნითი აქტივობა. მერიის დარბაზში გამართულ სეხვედრაზე დამსწრეთა შორის იყვნენ კეტილმოწოყობის სააგენტოს ტრანსპორტის განყოფილების წარმოადგენლები, რომლებსაც გავაცანით ჩვენი ხედვა ველოსიპედით, ტურისტის მოზიდვის შესახებ. ვფიქრობთ, რომ საჭიროა ველობილიკების მოწყობა ქალაქის შესასვლელ-გასასვლელებში, რადგან მათი გადაადგილებისთვის ამ მხრივ რაიმე ბარიერი არ არსებობდეს და მიეცეთ საშუალება ველოსიპედით იმოძრაონ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე. რაც უფრო მეტ ველობიკს დავახვედრებთ მათ, მით მეტ ტურისტს მოვიზიდავთ", -ამბობს ველომოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელი ლადო მიხანაშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე ეკოლოგიისა და ზოგადად გარემოს დაცვის შესახებ საკითხები. ორგანიზატორთა განმარტებით, ველობილიკების არსებობა ველოსიპედების მოძრაობის პოპულარიზაციას მოახდენს, რაც თავისთავად, როგორც ორგანიზატორები მიიჩნევენ, გარემოს დაბინძურებას შეუშლის ხელს.

Read 525 times Last modified on სამშაბათი, 03 დეკემბერი 2019 16:14