დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე - საიამ გორში საჯარო ლექცია ჩაატარა

დეკემბერი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გორის უნივერსიტეტში ლექცია-სემინარი ჩაატარა, რომელიც შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციას შეეხებოდა.
საია-ს წარმომადგენელმა მარიკა დუმბაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციის პრაქტიკასა და საკანონმდებლო გარანტიებზე ისაუბრა.
"პრაქტიკა არც ისე სახარბიელოა ამ მიმართულებით. ჩვენ ხშირად მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებიც არიან სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის მსხვერპლნი, მათ შორის გვყავდა ქალბატონები, რომლებიც იყვნენ ორსულად და ამის გამო, გაათავისუფლეს სამსახურიდან. კანონი პირდაპირ კრძალავს ყოველივეს", - განაცხადა მარიკა დუმბაძემ.
შეხვედრას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ესწრებოდა, რომელმაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ასევე, კანონმდებლობაზე ისაუბრა.
"დღესდღეობით, პოპულარულ ტერმინადაც კი იქცა დისკრიმინაცია სხვადასხვა ურთიერთობებში, თუმცა დღემდე ვფიქრობ, რომ ძალიან დაბალი არის საზოგადოებაში ცნობიერება დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან და ჰყვებიან თავიანთი პრობლემების შესახებ სამუშაო ადგილებზე, მაგრამ ვერ ახდენენ იდენტიფიცირებას, ისინი არიან თუ არა დისკრიმინაციის მსხვერპლი და ადამიანები, რომლებიც ყველაფერს რაც არ მოსწონთ, არქმევენ დისკრიმინაციას".
შეხვედრაზე გორის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა ნათია ბერიანიძემ დამსაქმებლის შეგნებულ ქმედებებზე ისაუბრა. მისი აზრით, ხშირად დამსაქმებელმა ძალიან კარგად იცის, რა უფლებას არღვევს.
"სამუშაოზე აღდგენის პრეცენდენტი და პრაქტიკა უფრო ნაკლებია. მაქვს ისეთი განცდა, რომ ხშირად დამსაქმებელმა ძალიან კარგად იცის რა უფლებებსაც არღვევს, მაგრამ ეს ყველაფერი დროში იწელება და ერთი ხელისუფლება შეიცვლება, ეს მე მაინც უკვე აღარ შემეხება, გადალოცვის მომენტი გამოდის", - ამბობს ნათია ბერიანიძე.
შეხვედრას საჯარო მოხელეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სტუდენტებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებიათ.
Read 85 times Last modified on Last modified on დეკემბერი 03 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი