Back to Top
პარასკევი, 06 დეკემბერი 2019 15:34

გორში კლინიკის ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს

Rate this item
(0 votes)

გორში ერთ-ერთი კლინიკის ბუღალტერს, ნახევარი მილიონი ლარის მითვისებას ედავებიან. ბრალდებული ქვრივია და საცხოვრებელი სახლის მისამართით თბილისშია რეგისტრირებული, თუმცა გორში ცხოვრობს.


როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ბრალდებულმა 2010 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე დროის პერიოდში,სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული სამსახურის კუთვნილი თანხა გაიტანა, რომლის საერთო ოდენობამ ჯამში 514 ათას 972 ლარი შეადგინა.

ორი ბანკის ანგარიშიდან ჯერ 487 ათას 898, ლარი, შემდეგ კი 6 378 ლარი გაიტანა. სალაროდან კი ხელზე 20 695 ლარი აიღო. გარდა ამისა კლინიკის ანგარიშიდან კიდევ ერთმა ბუღალტერმა ბრალდებულის ანგარიშზე 6900 ლარი გადარიცხა. აღნიშნულ პერიოდში ბრალდებულის მიერ უკან დაბრუნებულმა თანხამ 146 575 ლარი შეადგინა, ხოლო მის მიერ უკანონოდ მითვისებული თანხა საბოლოოდ, 372 567 ლარით განისაზღვრა.

ბრალდებული მხარე განმარტავს, რომ 2008 წლის შემდეგ, ამ კლინიკის ხელმძღვანელს ჰქონდა სხვა სამედიცინო ცენტრი და მისი საგადასახადო დავალიანებების დაფარვისთვის საჭირო თანხა სწორედ თავისი ანგარიშიდან გაიღო, გარდა ამისა, ბრალდებული ამბობს, რომ სადაო თანხიდან გარკვეული ოდენობა კლინიკის ხელმძღვანელის ნებართვით გაიტანა, ნაწილი თანხა კი ანგარიშზე უკან დააბრუნა.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ ბრალდებულს 2 წლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული საბუთების გაყალბებისთვის, რადგან კლინიკის დირექტორის შვილი ბოლო წლებში ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა. კლინიკის ანგარიშიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტებიც სწორედ, მისი ეჭვების შედეგად გამოვლინდა.

საბოლოოდ სასამართლომ კლინიკის ბუღალტერს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდებულს მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ერთი თვე აქვს. 

Read 344 times Last modified on პარასკევი, 06 დეკემბერი 2019 16:09