Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 22 მარტი 2018 16:38

ჯგუფები, რომლებსაც გორის მერიისგან დახმარების მიღება შეუძლიათ

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარებების გაცემას სპეციალური წესით არეგულირებს. 

ვის და რა სახის დახმარების მიღება შეუძლია? 

1. ონკოლოგიური ავადმყოფები:

  • სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება, რომელიც არაა გათვალისწინებული სხვა პროგრამით. დახმარება ერთჯერადია და არ აღემატება 300 ლარს;
  • 0-დან 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის მომსახურების ერთჯერადი თანადაფინანსება მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით;
  • მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის ერთჯერადი დახმარება, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.

2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა:

  • 0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონეთათვის ეთრჯერადი დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა;
  • 0-დან 700 000 სარეიტინგო ქულის მქონეთათვის ერთჯერადი დახმარება მაქსიმუმ 400 ლარისა;
  • მედიკამენტებით უზრუნველყოფა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით. ამ დახმარებას მიიღებენ ეპილეფსიით დაავადებულები, პარკინსონიზმით; დაავადებულები, 100 000-დან 150 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონენი, რომლებიც დაავადებულნი არიან ბრონქიალური ასთმით, შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევით.

3. ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ბავშვები:

  • 0-დან 18 წლამდე ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე, კანის ქრონიკული და ჰედროცეფალიით დაავადებული ბავშვების სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების ერთჯერადი თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით;
  • ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 ლარის ოდენობით;
  • აუტიზმით დაავადებული ბავშვების სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება ერთჯერადად, არაუმეტეს 2 000 ლარისა.

4.  დიალიზზე მყოფი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები:

  • დიალიზზე მყოფი დაავადებული ადამიანების ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 500 ლარისა;
  • ვირუსული ჩ ჰეპატიტით დაავდებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება არაუმეტეს 150 ლარისა

5.  სტუდენტები და სპორტსმენები:

  • სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით იმ სტუდენტისათვის, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ პროგრამებზე და არის დედ-მამით ობოლი, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 65 000 -ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
  • ერთჯერადი ფულადი დახმარება (500 ლარი) ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედი სპორტსმენებისათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 70 000 ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.

6მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება:

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
  • უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

7.  დედ-მამით ობოლი ბავშვები და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილები:

  • დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლამდე პაციენტისათვის სტაციონარული მკურნალობისათვის ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 500 ლარისა;
  • 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებს და (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების ერთჯერადი დახმარება. ყოველ ბავშვზე 1000 ლარის ოდენობით.

8. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახები:

  • სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება არაუმეტეს 1000 ლარისა;
  • ხანძრის შედეგად შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება არაუმეტეს 3000 ლარისა.

9. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახები:

  • საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით;
  • დახმარება დღესასწაულებზე--26 მაისის საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის 300 ლარის ოდენობით და 9მაისს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ასევე 300 ლარის ოდენობით.

10.  მრავალშვილიანი ოჯახები:

  • თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 100 ლარის დახმარება 0-დან 150 000 სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 4 შვილიანი ოჯახებისათვის;
  • თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 200 ლარის დახმარება 5 და მეტ შვილიანი ოჯახებისათვის.

11. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესები

  • ერთჯერადად, 1000 ლარს მიიღებენ ის მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი და რეგისტრირებულნი არიან გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

12.  რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები:

  • რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვებს დახმარება გაეწევათ თითოეულ ბავშვებს ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით.

13. მარტოხელა მშობლები:

  • 500 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე შვილი ან შვილები და აქვთ მინიჭებული 0-დან 47 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულა;
  • 300 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე შვილი ან შვილები და აქვთ მინიჭებული 47 000-დან 57 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულა;
  • 200 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე შვილი ან შვილები და აქვთ მინიჭებული 57 000-დან 65 000ს -ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.

14. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები:

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს დახმარება გაეწევათ 200 ლარის ოდენობით.

15.  სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მიუსაფარი, სახლ-კარის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა:

  • საცხოვრებელ ფართში ყოველ თვე, ერთჯერადად, 80 ლარის ოდენობით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას მიიღებს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მიუსაფარი, სახლ-კარის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარი

16. მხედველობით, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირები:

  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე(უსინათლო) პირებს გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 ლარის ფარგლებში
  • 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე(უსინათლო) პირებს ერთჯერადად გაეწევათ ფულადი დახმარება 200 ლარის ფარგლებში.
Read 2626 times