Back to Top
ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019 12:39

ძარცვა გორში - სიგარეტის მოპარვისთვის მოქალაქეს 7 წელი მიესაჯა

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა, წარსულში ქურდობის მუხლით ნასამართლევ ვ.ჯ - ს ძარცვის ბრალდების გამო, 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, საქმე ეხება მაღაზიიდან ძალადობრივად დაუფლებულ სიგარეტს.


როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შელაპარაკებისას მთვრალმა ვ.ჯ - მ გამყიდველ გოგონას ჯერ პლასტმასის ნივთი ესროლა, შემდეგ კი, სიგარეტი ააცალა მაღაზიიდან.

"ბრალდებულმა გამყიდველ გოგონას მოსთხოვა ტელეფონის ნომერი, მასთან დაახლოების მიზნით. ამასთან უთხრა, რომ "ეს მისი უბანი იყო და უნდა დამორჩილებოდა“. გოგონამ უარი განუცხადა და სთხოვა, დაეტოვებინა მაღაზია. ვ.ჯ-მ სავაჭრო მაგიდიდან აიღო ხურდა ფულის დასაყრელი პლასტმასის ნივთი, ესროლა და შუბლში მოარტყა თ,დ-ს, რაც ძლიერ ეტკინა და წამოუვიდა სისხლი. შემდეგ აიღო სიგარეტი "პირველის“ კოლოფი, უთხრა - "ეს მე მიმაქვს, გაწერ, ეს არის ჩემი უბანი და შენ მე დამემორჩილები, რასაც გეტყვი, გააკეთებო“ და მაღაზიიდან გავიდა. თ.დ-ს მოთხოვნის მიუხედავად, ვ.ჯ-მ სიგარეტი არ დააბრუნა", - ირკვევა საქმის მასალებიდან.

საბოლოოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული წარსულშიც ამავე მიზეზის გამო იხდიდა სასჯელს და ამავდროულად, კვლავ პირობითი სასჯელის იხდიდა, მოსამართლემ მას 7-წლით მიუსაჯა პატიმრობა.

Read 209 times