Back to Top
ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019 12:48

გორში, გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირი დასრულდა

Rate this item
(0 votes)

გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირის ჩემპიონი თბილისის "საბურთალო“ გახდა, რომელმაც ფინალში თბილისის 35-ე სკოლის გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ამის შესახებ, ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.


 "ჩემპიონ გუნდთან ერთად დასახელდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი, მეკარე, მცველი და ნახევარმცველი, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები ვეტერანმა ფეხბურთელებმა გადასცეს", - აცხადებენ მერიაში.

გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირი 2003 წლიდან გორში ყოველწლიურად ტარდება. ტურნირი გორში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს 11 წლამდე ასაკის სპორტსმენებით დაკომპლექტებული 8 გუნდი მონაწილეობდა.

გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირი საფეხბურთო კლუბ "გორის“ ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

Read 103 times Last modified on ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019 12:54