გორში, შვილმა მამა ფულთან დაკავშირებულ საკითხზე შელაპარაკების გამო, ორჯერ სცემა. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 და 9 ივლისს მოხდა.
საქმეზე განაჩენი მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მიმდინარე თვეში გამოიტანა.
"9 ივლისს, გორში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ფულთან დაკავშირებული შელაპარაკების გამო, გ.დ-მ მამას - ა.პ-ს ხელი დაარტყა სახეში; 13 ივლისს, ამავე საცხოვრებელ სახლში, კვლავ ფულთან დაკავშირებული შელაპარაკების გამო, შვილმა მამას ორჯერ დაარტყა ხელი სახეში", - ირკვევა საქმის მასალებიდან.
ბრალდებული 13 ივლისიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში იმყოფებოდა. საბოლოოდ, მოსამართლემ მას პირობითი სასჯელი მიუსაჯა 2 წლის ვადით.