Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019 13:08

გორის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ ყველაზე ლამაზად მორთული ეზო და ფასადი გამოვლინდება

Rate this item
(0 votes)

გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საუკეთესოდ მორთული ფასადებისა და ეზოების (გარე ნაწილის) გამოსავლენად საახალწლო კონკურსი „ყველაზე საახალწლო“ დაიწყო.

მონაწილეობის მსურველებმა 25 დეკემბრის ჩათვლით გორის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზე - "გორის მუნიციპალიტეტის მერია“ საკონტაქტო ველში (მესინჯერში) უნდა გამოგზავნონ საახალწლოდ მორთული ფასადებისა და ეზოების ფოტოები საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს და ორგანიზაციას.

პირველი ადგილის მფლობელს 500, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსის მონაწილეს საჩუქრად 300 და 200 ლარი გადაეცემა. გამარჯვებული კონკურსანტები 31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტის მიმდინარეობისას გამოვლინდებიან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნაა - მორთული სახლიც, ეზოც და ფასადიც ჩანდეს ქუჩის მხრიდან.

Read 546 times