Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019 13:26

გორში, ყოფილ საბავშვო ბაღთან სკვერი მოეწყო 

Rate this item
(0 votes)

გორში, ყოფილ მე-5 საბავშვო ბაღის შენობასთან სკვერი მოეწყო.


სამუშაოები ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით შესრულდა. უწყების ცნობით, სკვერის მოწყობისთვის დაახლოებით 11 ათასი ლარი დაიხარჯა. ქურთის მუნიციპალიტეტმა სამუშაოები იქ მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

"სკვერი ორი პატარა კორპუსის შუაში მოეწყო. ამ შენობებში ლიახვის ხეობელი და ცხინვალიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. სწორედ მათი განცხადების საფუძველზე გადავწყვიტეთ სკვერის მოწყობა.11 ათასი დაიხარჯა ამ ყველაფერში. სკვერების მოწყობა მოთხოვნის მიხედვით მომავალი წლიდან სხვა დევნილთა დასახლებებშიც გაგრძელდება," - აღნიშნა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზვიად მინდიაშვილმა.

Read 400 times