Back to Top
ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019 13:49

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა 

Rate this item
(0 votes)

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს თბილისური კლუბები "საბურთალო" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ.


ღონისძიებას ხელისუფლებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ფინალური მატჩი "საბურთალოს“ უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა. "საბურთალოელები“ საქართველოს თასის მფლობელები ისტორიაში პირველად გახდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

მატჩის მონაწილე გუნდებს და მსაჯებს კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გადასცეს.

შეხვედრის დაწყებამდე საგანგებოდ მოწყობილმა ფან - ზონამ უამრავ ადამიანს უმასპინძლა. სახალისო გათამაშებების საშუალებით მოსულმა გულშემატკივრებმა სხვადასხვა სახის პრიზები მოიგეს.

Read 114 times