ოკუპაციის მუზეუმმა დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა

მარტი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს გორში ოკუპაციასა და მის შედეგებზე იმსჯელეს. ღონისძიება ოკუპაციის მუზეუმში მოეწყო.

დიპლომატიური კორუსის წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცე, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა და გუბერნატორმა დაათვალიერეს.

სლოვაკეთის ელჩმა, სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალი თაობის სწრორად ინფორმირებულობისთვის მუზეუმის არსებობა ქალაქში მნიშვნელოვანია.

გორის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით კი ოკუპაციის ამსახველი ბანერების ფონზე, აქ ინტენსიური ლექცია-სემინარების კურსი მოეწყობა და ეს სივრცე ამ მიმართულებით მუდმივი დატვირთვით იმუშაშავებს.

ოკუპაციის მუზეუმის გახსნის ინიციატორი და ავტორი ორგანიზაცია ,,ქართლოსია“. მისი ხელმძღვანელის, მეგი ბიბილურის განმარტებით, ოკუპაციის მუზეუმი არა თუ რომელიმე მხარის პროპაგანდას ან ეთნოკონფლიქტს ასახავს, არამედ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტრური მასალა რუსეთის აგრესიასა და მის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე მიუთითებს.

Read 1355 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი