Back to Top
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019 14:22

ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს

Rate this item
(1 Vote)

გორის ველომოყვარულთა კლუბისა და ფოტოგრაფთა კლუბის წევრების ორგანიზებით ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.


ეს იყო ბოლო აქტივობა პროექტის "შე/მოუარე გორს" ფარგლებში, რომელსაც ველომოყვარულთა კლუბი ახორციელებს.

დასუფთავების აქციამდე მოეწყო გამწვანების აქცია და ველო ტური გორის ციხესთან. ორგანიზატორთა განმარტებით მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

"პოლიეთილენი, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ნივთები.-ასეთ ნარჩენებს სკვერებში მაინც არ უნდა ვხვდებოდეთ. მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს საკუთარი როლი ამ მიმართულებით და ყველამ იზრუნოს ქალაქის სისუფთავესა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზე. სწორედ, ეს იყო პროექტის მიზანი, რომელიც სხვადასხვა აქტივობით განვახორციელეთ", - აღნიშნა გორის ველომოყვარულთა კლუბის წარმომადგენელმა ლადო მიხანაშვილმა.

Read 530 times