Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019 15:46

20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია

Rate this item
(0 votes)

"ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება", - ეს იყო განხილვის თემა შეხვედრაზე, რომელიც 20- 21 ივნისის მოვლენებს დაეთმო.


"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისმა ანგარიშის სახით, საზოგადოებას ის დარღვევები წარუდგინა, რაც უფლებადამცველების მხრიდან დაფიქსირდა. შეხვედრას საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთინო ბებიაშვილი უძღვებოდა, დამსწრე საზოგადოებას კი ძირითადად ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვევის მიუხედავად "საიაში" გამართულ პრეზენტაციაზე ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მივიდა.

"ხელისუფლებას აქვს ვალდებულება დაიცვას და უზრუნველყოს თითოეული მოქალაქე, სოციალურ ეკონომიური და პოლიტიკური უფლებების სწორად განხორციელებასთან დაკავშირებით", - ამბობს ქეთინო ბებიაშვილი


საიას ხელმძღვანელმა დაკავებულთა უფლებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ეჭვმიტანილების დაკავება ფორსმაჟორულ სიტუაციაში ხდება. სწორედ, ამ მიმართულებით შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც "საიამ" სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გაუგზავნა. როგორც ბებიაშვილმა აღნიშნა პრეზენტაციაში ძირითადი რეკომენდაციები საქმის ეფექტურ გამოძიებას ეხება.

"გვაქვს რეკომენდაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გენერალურ პროკურატურასთან, ეფექტიან გამოძიების თვალსაზრისით და იმ წესის დამკვიდრებასთან დაკავშირებით , რომ სპეციალური სამუშაოების გამოყენების დროს იქნეს გამოყენებული ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც პირდაპირ არის მიმართული ადამიანის უფლებების დაცვაზე", - აღნიშნა ბებიაშვილმა.

Read 420 times