Back to Top
ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019 16:11

გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სასმელი წყლის შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 4 900 ლარია. ეს თანხა შესაძლოა ტენდერის დასრულების შემდეგ შეიცვალოს, გამომდინარე იქიდან, თუ რა ფასს შესთავაზებენ კომპანიები უწყებას.

ტენდერის პირობების მიხედვით, მერია წლის 20 ცალ დისპენსერს შეიძენს, რომელსაც უნდა გააჩნდეს მუშაობის/წყლის მიწოდების არანაკლებ 3 რეჟიმი - ცხელი, ცივი და ოთახის ტემპერატურის. ასევე 850 ცალი 19-ლიტრიანი სასმელი წყალი პოლიკარბონატის ბალონით დისპენსერისათვის.

როგორც ცნობილია, წყლის მიწოდების ვადა - 2020 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არის, ეტაპობრივად, მერიის წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

Read 203 times