Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019 16:37

2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა 

2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები საზღვარგარეთ 23 - ჯერ იმყოფებოდნენ რისთვისაც საერთო ჯამში 8670 ლარი დახარჯა. 

საზღვარგარეთ მივლინებების შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან მიაწოდეს. 

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საზღვარგარეთ მივლინებების დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფიქსირდება. ყველაზე მეტჯერ კი გორის მერიიდან პოლონეთში იმყოფებოდნენ, რისთვისაც 2500 ლარზე მეტი დაიხარჯა. 

პოლონეთის გარდა, წელს გორის მერიიდან მივლინებით იმყოფებოდნენ ჩეხეთში, ისრაელში, ლიტვაში, ლატვიასა და ჩინეთში.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1967 times