Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019 16:59

გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, სარესტორნე მომსახურებით 21-ჯერ ისარგებლა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 050 ლარი დაიხარჯა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სარესტორნე მომსახურების მხრივ, ყველაზე აქტიური თვეები ივნისი და ივლისი იყო.

ივნისში მერიამ აღნიშნული მომსახურებით 6-ჯერ ისარგებლა, ივლისში კი, 4-ჯერ.

აღსანიშნავია, რომ იანვრსა და მაისში მერიას სარესტორნე მომსახურებით არ უსარგებლია.

გორის მერია ყველაზე ხშირად რესტორან "ნაჭარმაგევი"-ს მომსახურებით სარგებლობდა.

ყველაზე მეტი თანხა 2 728 ლარი, მერიამ "რანჩო ვარიანში" 17 ივნისს დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს უწყებამ "რანჩო ვარიანი"-ს გარდა, ერთდროულად 3 სხვა რესტორნის მომსახურებით ისარგებლა.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1960 times