Back to Top
პარასკევი, 13 დეკემბერი 2019 11:49

შშმ პირებისთვის გამოყოფილი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა

Rate this item
(0 votes)

შშმ პირებისთვის გამოყოფილი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, გორი - სკრის მონაკვეთზე მოხდა. 

ტრანსპორტი გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს" ეკუთვნის. რადიო "მოზაიკა" ორგანიზაციის წარმომადგენელს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ ავარიის დროს მიკროავტობუსში მათი ერთი ბენეფიციარი და მძღოლი ისხდნენ. 

"საბედნიეროდ, ჩვენი ბენეფიციარი კარგად არის. ის "გორმედიდან" უკვე სახლში გაწერეს. შემოწმებების დროს ჩვენც საავადმყოფოში ვიყავით და ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - გვითხრა ფიქრია გელაშვილმა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა იმ მონაკვეთზე მოხდა, სადაც ერთი წლის წინ ავარიის 1 ადამიანი ემსხვერპლა. 

 

ფოტო შერჩეულია თემატურად 

Read 209 times Last modified on პარასკევი, 13 დეკემბერი 2019 11:54