"ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის საშუალება მოგვცეს. ჩემი შვილის, უკანასკნელი ანდერძია ეს. თანადგომისთვის მინდა, მადლობა გადავუხდი მთელ საქართველოს და საზოგადოებას”, – უთხრა გიორგი ტატუნაშვილმა დღეს ჟურნალისტებს.
არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ტატუნაშვილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა საზოგადოების ნაწილმა და თავად დაღუპულის ოჯახმა მოითხოვა.