გუბერნატორი: ჩვენი პოლიტიკა არ არის ორიენტირებული ძალის დემონსტრირებაზე

მარტი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"რა სვლაც აქვს დაწყებული ქვეყანას და რასაც ხელისუფლება ახორციელებს,  არის სწორი მიმართულება," - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ განუცხადა.

სამხარაძეს განცხადებით, ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

"ჩვენი ხელისუფლება ყოველდღიურად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ იყოს კონსტრუქციული თავის მოთხოვნაში. ჩვენი მოთხოვნა არის ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნება. სხვა არანაირი პრეტენზია სხვა არც ერთ ეროვნებასთან გვაქვს. ჩვენ გვინდა ჩვენი სოფლების დაბრუნება, რომ მოსახლეობა დაბრუნდეს თავის ოჯახებში. ჩვენ გვაქვს გასაღები და აი ამ გასაღების პატრონი გვინდა, რომ დაბრუნდეს თავის კერაზე და მიეცეს საშუალება იცხოვროს თავის საფუძველზე. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი არჩევანი, გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან რთული გზა, მაგრამ ამ გზაზე უნდა ვიაროთ და მშვიდობიანად მოვახდინოთ დეოკუპაცია",- განაცხადა გუბერნატორმა

Read 933 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი