სლოვაკეთის ელჩი: ოკუპაციამდე საქართველო სტალინის ქმედებებმა მიიყვანა

მარტი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში სტუმრად მყოფმა სლოვაკეთის ელჩმა, ოკუპაციის პირობებში, ახალგაზრდების სწორად ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. რუდოლფ მიხალკამ სტალინის მუზეუმის არსებობა 2008 წელს ამ ქალაქში განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ადგილზე ჩასული დამთვალიერებელი აუცილებლად გაავლებს პარალელებს ერთმანეთთან დიქტატორის ქმედებებსა და დღევანდელ რეალობას შორის.

,,გორში ოკუპაციის შესახებ საგამოფენო სივრცის პარალელურად აქ ასევე გაქვთ მეოცე საუკუნის და ალბათ კაცობრიობის ერთერთი ყველაზე სასტიკი პოლიტიკოსის, იოსებ სტალინის მუზეუმი. აქ სტუმრად მყოფებმა აუცილებლად უნდა დააკავშირონ ერთმანეთთან ეს ყველაფერი, რომ სწორედ მისმა ქმედებებმა მიგვიყვანა დღეს არსებულ სიტუაციამდე. რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუაციას, ურთიერთობებს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის, ადამიანთა მუდმივ გატაცებებს, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას ცხინვალში, ჩემი აზრით საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ ბრძნულ პოლიტიკას ატარებს. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობა გამართლებულია, რადგან ძალადობას მხოლოდ ძალადობა მოაქვს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას სწორი და ჭკვიანური პოლიტიკა აქვს არჩეული ამ მიმართულებით", - განაცხადა სლოვაკეთის ელჩმა საქართველოში რუდოლფ მიხალკამ .

Read 1350 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი