Back to Top
პარასკევი, 23 მარტი 2018 14:26

ქეთევან ციხელაშვილი: სოფელ აძვის ორი მკვიდრის დაკავება მორიგი უკანონო ქმედებაა

Rate this item
(0 votes)

რუსი სამხედროების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის ორი მკვიდრის დაკავებას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი უკანონო დაკავების მორიგ ფაქტს უწოდებს.

"ეს ადამიანები დაკავებულ იქნენ საკუთარ სოფელში, საკუთარ კარ-მიდამოში, სალოცავთან ახლოს. ჩვენთვის ცნობილია ეს ინფორმაცია, ამიტომ ეს არის უკანონო დაკავება, მორიგი ფაქტი, მსგავსი იმისა, რომელიც სამწუხაროდ, არაერთხელ განხორციელებულა 2008 წლის შემდეგ, პირველ რიგში, ადგილობრივების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ კარ-მიდამოში იმყოფებიან, საკუთარ სოფელში გადაადგილდებიან, სალოცავში მიდიან და სხვადასხვა სასიცოცხლო საჭიროებისთვის მოძრაობენ“,  – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მათი რაც შეიძლება სწრაფად გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.

„ეს არის უკანონო დაკავება ცალსახად. ისინი იმყოფებიან ცხინვალის იზოლატორში. მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ფუნქციონირებს. მიმდინარეობს მუშაობა, რომ რაც შეიძლება მალე და უსაფრთხოდ იქნენ გათავისუფლებული. მსგავსი ინციდენტების დროს, სწორედ ამ მექანიზმებით ვმუშაობთ მათ გათავისუფლებაზე“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

Read 1494 times Last modified on პარასკევი, 23 მარტი 2018 14:31