mukilurji640X90

გორის მერია დეპუტატის ძმის კომპანიას ბიუჯტიდან 80 000 ლარს გადაურიცხავს

მარტი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეკონსტრუქციას და მოვლა-შენახვას შპს ,,არქმშენსტუდია 2002“ უზრუნველყოფს.

ხელშეკრულების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ აღნიშნულ კომპანიას შემსყიველის მომთხოვნის დაკმაყოფილება წლის ბოლომდე ევალება. ამისთვის კი გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს "არქმშენსტუდია 2002"-ს 80 000 ლარს ჩაურიცხავს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიხედვით, შპს ,,არქმშენსტუდია 2002“ -თან ერთად, ტენდერში ქალაქ გორის ყოფილი მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის ცოლის ძმის, როსტომ მიხანაშვილის კომპანია, შპს "ვერელი+"-იც მონაწილეობდა, მაგრამ სატენდერო კომისიამ მას, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია სამუშაოების შესრულებისთვის 64 001 ლარს ითხოვდა. 

,,არქმშენსტუდია 2002“-ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი გორის მაჟორიტარი დეპუტატის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძეა, რომელმაც ხელმძღვანელის პოზიცია ელვარდ გოგიაშვილს გადააბარა მას შემდეგ, რაც კეთილმოწყობის სააგენტოში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატის ძმამ, ალექსანდრე მაკრახიძემ 2012 წელს პარტიას ,,ნაციონალური მოძრაობა“ შემოწირულობის სახით, 8 000 ლარი ჩაურიცხა.

Read 807 times Last modified on Last modified on მარტი 23 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი