ქალაქის განვითარება - მოქალაქეთა სურვილები და შენიშვნები

მარტი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

ქალაქის განვითარებაზე მოქალაქეები ხშირად მსჯელობენ. რადიო "მოზაიკამ" მათ საკუთარი ხედვების გაზიარება სთხოვა.

გორელ სტუდენტებს ქალაქში ბევრი რამ არ მოსწონთ. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ გორს დიდი სიამოვნებით დატოვებდა. კითხვაზე, რა აწუხებთ ყველაზე მეტად, ასე გვიპასუხეს: 

"თავშეყრის ადგილები არ არის მოწესრიგებული. იქაურობა მიაქვს ნაგავს. ზოგადად, ქალაქში არ არის საკმარისი ნაგვის ურნები, რომ თუნდაც თამბაქოს ბიჩოკები ძირს არ დავყაროთ."

"ძაან ბევრი პრობლემაა ქალაქში. პირველ რიგში, ინფრასქტრუქტურა. მართალია, ქალაქის სტატუსი აღარ გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ვითარება იყოს."

ამავე თემაზე: პროექტი, რომელსაც თითქმის მთელი ქალაქი გულშემატკივრობს

"კარგი იქნება, თუ ცხოვრება უფრო აქტიური იქნება. კინო რომ დაბრუნდეს, მშვენიერი იქნება. კულტურულ ცხოვრებას მოკლებულები ვართ. თეატრის გარდა, ახლა არაფერი მახსენდება, რაც ქალაქს კულტურულად ავითარებს". 

ამავე თემაზე: გორის მერი: საცურაო აუზი სექტემბერში მზად იქნება

ქალაქის განვითარებაზე უფროსი ასაკის წარმომადგენლებსაც ვესაუბრეთ. მათი უმრავლესობა გამოსავლის ერთადერთ გზას სამუშაო ადგილის შექმნაში ხედავს. 

"უმუშევრობა ძალიან აფერხებს ქალაქის განვითარებას. გორიდან მიდის ხალხი დიდ ქალაქში სამუშაოდ. მათ შორის, სტუდენტებიც მიდიან."

ამავე თემაზე: მერი: სამუშაო ადგილები სულ არის, უბრალოდ ყველას კაბინეტში ჯდომა უნდა

"1 500 კაცი მუშაობდა საკონსერვო ქარხანაში. 3 500 კაცი მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაციებში. ახლა კი გორი არის დაქცეული. 12 000 უმუშევარი კაცი გვყვავდა და იმათზეც გეგმა გვქონდა გაწერილი, რომ წელიწადში 2 000 კაცი უნდა დაგვესაქმებინა. ახლა კიდევ სადღა უნდა დაასაქმო?! ეს ახალგაზრდა ხალხი შრომას კი არ უნდა გადააჩვიო, არამედ სამუშაო ადგილები უნდა შეუქმნა და დაასაქმო." 

 

 

Read 1246 times Last modified on Last modified on მარტი 23 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი