გორის სასამართლოს მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატია

მარტი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატია. შალვა კაკაურიძის თქმით, მისი კანდიდატურა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ წარადგინა.

"რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ჩემი კანდიდატურა უნდა დასახელებულიყო და წარმადგინა", - აღნიშნა კაკაურიძემ.

შალვა კაკაურიძესთან ერთად, დასახელებულია საბჭოს წევრობის მეორე კანდინატიც - თამარ ონიანი. ის თბილის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. ამ ორიდან ერთ-ერთს მოსამართლეთა კონფენეცია დღეს, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით აირჩევს. 

შალვა კაკაურიძე 2012 წლის ივნისიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ. 

 

 

Read 1315 times Last modified on Last modified on მარტი 24 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი