Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 25 მარტი 2018 12:48

გორის "ჯიქის" მორიგი გამარჯვება

Rate this item
(0 votes)

თბილისის "აკადემიას" წინააღმდეგ მატჩი გორელებმა პირველივე წუთებიდანვე აქტიურად დაიწყეს და უკვე მერვე წუთისათვის შედეგსაც მიაღწიეს. ლელო ნიკა ბიწაძემ დადო, გარდასახვა კი მამუკა ნინიძემ ზუსტად შეასრულა.

ტაიმის მიწურულისათვის ორივე გუნდმა ჯარიმები გაცვალეს და შესვენებაზე "ჯიქი" შვიდქულიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევარი კი სტუმართა იერიშებით დაიწყო. ანზორ სიჭინავას ლელოს დავით მოძღვარიშვილმა  ორი ზუსტად დარტყმული ჯარიმა დაუმატა და "აკადემია" 14:10 დაწინაურდა.

გორელებმა გამარჯვება ბოლო წუთზე მოიპოვეს. გამარჯვების მომტანი ლელო ისევ ნიკა ბიწაძემ დადო. 

ამ გამარჯვების შემდეგ, გორის "ჯიქმა" 53 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე დამკვიდრდა. 

სატურნირო ცხრილში პირველადგილოსან "აიას" 61 ქულა აქვს, ხოლო მეორეზე "ლოკომოტივი" იმყოფება 60 ქულით. 

მორიგ მატჩს გორის "ჯიქი" პირველ აპრილს, "ლელოს" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

Read 1624 times