მაკრახიძე კვოტებზე: ჰაერი შემეხუთა და კენჭისყრაში ვერ მივიღე მონაწილეობა

მარტი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს პარლამენტმა 23 მარტს კვოტირების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო – მას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, კვორუმი კი 75 იყო.

მხარდამჭედრთა ნუსხაში გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე არ აღმოჩნდა. როგორც რადიო ,,მოზაიკას“ თავად განუმარტა, ხმის მიცემის დროს ის შეუძლოდ გახდა და სხდომა დატოვა.

,,მე თავი არ ამირიდებია. ვერ ვიყავი კარგად, შეხუთული ჰაერი იყო და გავედი. მე არ ვარ ის კაცი, რომ რამეს სპეციალურად თავი გავარიდო. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ქალები უფრო მოწესრიგებულები არიან. ყოველთვის ესწრებიან სხდომებს ვიდრე კაცები“, - აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

რადიო ,,მოზაიკასთან“ დეპუტატმა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა თითქმის დაძლეულია.

,,16% ხომ არის ახლა პარლამენტში, ანუ 23 ქალი. 2020 წელში 25% იქნება, 2024 წელს 35%. ამ დროს მე ვიქნები თუ არ ვიქნები, ეგ უკვე არ ვიცი, მაგრამ 4-5-ში განმეორებით ხიომ იქნება კენჭისყრა და დარწმუნებული იყავით, რომ არ გავალ სხდომიდან და მხარს დავუჭერ თანასწორობას. ისედაც თანასწორები არა ვართ? იცით როგორ არის? ახლა უკვე ეს პრობლემა არის, მაგრამ არ არის რა... ასეა. მე ოჯახში ეგრე ვარ, თანაბრად გვაქვს მოვალეობები გადანაწილებული.რაც მე მაკისრია, ის ფუნქცია აკისრია მეუღლესაც და შვილებიც ეგრე გავზარდეთ“, - ამბობს გორიოს მაჟორიტარი დეპუტატი.

კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ პარტიების პროპორციულ სიებში ყოველი მეორე ადამიანი განსხვაბეული სქესის ყოფილიყო, არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ იყო ინიცირებული.

Read 1817 times Last modified on Last modified on მარტი 26 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი