მხატვარი, რომელიც ზამთარს გადაურჩა

მარტი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

მხატვარი გულიკო ჟამურელი გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ცხოვრობს. 

,,ხატვას ვინღა ჩივის, გარეთ, მზეზე ვზივარ და ვამბობ, ნუთუ გაზაფხულს კიდევ მოვესწარი?!"

მხატვარმა გაზაფხულის მოლოდინში 28-ე ზამთარი გაატარა. 

"გაზაფხულს რომ ისევ შევხვდი, მიხარია. ყოველი ზამთარი ჩემნაირი გაჭირვებული ადამიანებისთვის ჯოჯოხეთია“, - გვითხრა გულიკო ჟამურელმა.

65 წლის გულიკო ჟამურული მარტო ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბინა, სულ რამდენიმე კვადრატული მეტრია, მარტოხელა შემოქმედი სახლის გათბობას მაინც ვერ ახერხებს. არჩევანის გაკეთება მუდამ გათბობასა და კვებას შორის უწევს. 

,,ჩემი შემოსავალი პენსიაა. თანხა რომ არ მყოფნის, 120 ლარი მაინც მინდა, რომ შეშა ვიყიდო და სახლი გავათბო. საკვებს თუ არ ვიყიდი, ვერ გადავრჩები. ისე ვსუსტდები, სიარული მიჭირს, ქუჩაში ვიქცევი. ცივ ოთახში, ცივ ლოგინში ვწევარ, დღისითაც და ღამითაც. სხვანაირად ყინვებს ვერ გავუმკლავდები“, - ამბობს მხატვარი.

mxatvari 1 26.03

 

მესამე წელია, გულიკო ჟამურელი სოციალური დახმარებას აღარ იღებს. ამბობს, რომ შემწეობა დედის გარდაცვალების შემდეგ შეუჩერეს.

mxatvri 2 26.03დახმარების თხოვნით, მხატვარს გორის მერიისთვის არასოდეს მიუმართავს.

უწყების სოციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად 19 მუხლი მუშაობს. ხელმძღვანელი გულიკო ჟამურელს განცხადების დაწერას ურჩევს. 

,,ალბათ ექნება სოციალური ქულა მინიჭებული და ესეც უნდა მოიტანოს. ამის მიხედვით, უკვე გადავხედავთ ჩვენს სოციალურ დახმარების გაცემის წესს და ვეტყვით, რა სახის დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ“, - გვითხრა მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩიხრაძემ.

გულიკო ჟამურელი წლების განმავლობაში ვერ ხატავდა. როგორც ამბობს, სახატავი მასალები ძვირია და ვერ ყიდულობს. კეთილი ადამიანების დახმარებით კი, 28 წლიანი პაუზის დასრულება შეძლო და 5 ტილო: წარღვნის ეპიზოდი, განწირულნი, ორი პლანეტის დაახლოება, ფერთა დედოფლები და მზის ცრემლები შექმნა. 

 

Read 2828 times Last modified on Last modified on მარტი 26 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი