Print this page

"დემოკრატიის სკოლაში" სასწავლო კურსი მეექვსე ნაკადმა დაასრულა

მარტი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის "დემოკრატიის სკოლაში" სასწავლო კურსი მეექვსე ნაკადმა დაასრულა. დასკვნითი ღონისძიება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

კურდსამთავრებულებს სერტიფიკატები "აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" (EECMD) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ გადასცა.

,,მე მგონია, რომ ჩვენ ვქმნით ახალი პოლიტიკური ელიტის საფუძველს. ეს ადამიანები, მათი ნაწილი მაინც, ჩემი აზრით, იქნება ის ხალხი, რომელიც შეძლებს პოლიტიკური თამაშის წესრიგის, პოლიტიკური კულტურის პოზიტიურად შეცვლას და ეს არის ჩვენთვის მთავარი. ზოგი ადამიანისთვის შესაძლოა ამ სკოლაში სწავლამ ბევრი არაფერი შეცვალოს, მაგრამ ზოგი ბევრ რამეს გადააფასებს და მათთვის ეს სკოლა მართლა მნიშნელოვანი რაღაცების დასაწყისი იქნება. ახალი პროდემოკრატიული ელიტის შექმნაში თანამონაწილეობაა დემოკრატიის სკოლის მთავარი მიღწევა“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

რადიო "მოზაიკა" ესაუბრა კურსდამთავრებულებსაც ესაუბრა. 

"ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო გოგა აფციაურის ლექცია, რომელიც შეეხებოდა ბორდერიზაციას. ძალიან საინტერესოდ განგვიმარტა კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება ადამიანმა, რომელიც უშუალოდ ესწებოდა ადგილზე მოვლენების განვითარებას", - გვითხრა ნანა ქარსიძემ. 

"ძალიან საინტრესო ლექციები გვქონდა "დემოკრატიის სკოლაში" და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ლექტორებს, რომლებიც ლექციებს გვიკითხავდნენ სხვადასხვა საინტერსო თემებზე, ვხედავთ ტელევიზორში და ეს მეტად საამაყოა ჩვენთვის. დღეს დავასრულეთ კურსი. მიუხედავად რამდენიმე თვისა, ძალიან ბევრი რამ მოგვცა ამ პერიოდმა. ვფიქრობ, მეტად ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრები", - გვითხრა ლელა ბზიძვილმა.  

ზოგიერთმა მათგანმა ჩვენთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ ბევრი საკითხის მიმართ "დემოკრატიის სკოლამ" შეხედულებები შეუცვალა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებასთან პარალელების გავლებით, ქართულ რეალობაზე ახალი ხედვა ჩამოუყალიბა.

Read 1841 times Last modified on Last modified on მარტი 26 2018