გორის მერია დევნილთა სათემო ცენტრების ამუშავებას მესამე სექტორთან ერთად გეგმავს

მარტი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დევნილთა ჩასახლებებში არსებული სათემო ორგანიზაციების წარმომადგელებმა გორის მერიისგან წერილობით პასუხი მიიღეს, რომლის მიხედვით, უფუნქციოდ დარჩენელი სათემო ცენტრების ამოქმედება ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგად მოხდება.

სათემო ცენტრების ლიდერებმა მერიას ორი კვირის წინ მიმართეს და ცენტრების ამოქმედება მოითხოვეს. კანცელარიაში შესაბამისი წერილი ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა დიანა მარიამიძემ დატოვა.

„ჩვენს მიმართვაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოგვივიდა პასუხი. მერია გვთავაზობს თანამშრომლობას, რომელიც შიდა ქართლის სათემო ცენტრებში ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორიციელებას გულისხმობს. თვითონ მერიას აქვს ძალიან კარგი პროექტები, რომლის განხორციელებაც თავისუფლად შეიძლება. კონსტანტინე თავზარაშვილმა დაგვაიმედა, რომ აუცილებლად გაიხსნება უფუქნციოდ დარჩენილი სათემო ცენტრები და რამდენიმე პროექტი განხორიცელდება“, - ამბობს დიანა მარიამიძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერია დევნილთა ინიციატივების განხილვისა და სათემო ცენტრებთან თანამშრომლობის შესახებ მზაობას გამოთქვამს. პრესსამსახურის წარმომადგენელი ნათია ხაჩიური ამბობს, რომ მხარდაჭერის მოპოვება დევნილთა პროექტებს მათი წარდგენის შემდეგ მოჰყვება.

გორის მუნიციპალიტის მასშტაბით სათემო ცენტრი 7 დევნილთა ჩასახლებაშია. აქედან მხოლოდ რამდენიმე მათგანი ფუნქციონირებს. ცოტა ხნის წინ სკრის დევნილთა ჩასახლებაში არსებულ სათემო ცენტრში ბავშვთა ფსიქორეაბილიტაციის მიზნით არტთერაპიის ცენტრი გაიხსნა.

Read 1443 times Last modified on Last modified on მარტი 27 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი