სკრის დევნილთა ჩასახლებაში არტთერაპიის ცენტრი გაიხსნა

მარტი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სკრის დევნილთა დასახლეობაში მდებარე სათემო ცენტრი ახალი დატვირთვით იმუშავებს.

სკრის დევნილთა დასახლებაში გახსნილ არტთერაპიის ცენტრში ელზა ბალიაშვილი ბავშვთან ერთად მივიდა. სათემო-ცენტრი დღეიდან, მოზარდების ფსიქორეაბილიტაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობებს უმასპინძლებს. ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები პოლონელ ექსპერტებს პირადად შეხვდნენ და საინტერესო სავარჯიშოებში მონაწილეობა მათთან ერთად მიიღეს.

„ძალიან სასიამოვნო სიტუაცია იყო. მასწავლებლები ახატინებდნენ ბავშვებს. ბავშვებს ძალიან მოეწონათ გარემო. მათთვის სპეციალური კუთხე მოაწყვეს წიგნებით, სათამაშოებით. როგორც გვითხრეს, მასწავლებლები მორიგეობით უნდა ამოვიდნენ და არტთერაპიის გაკვეთილები ჩაატარანონ“, - გვითხრა ელზა ბალიაშვილმა

სკრის დევნილთა დასახლებაში გახსნილ პირველ არტთერაპიის ცენტრში პრაქტიკული სამუშაოები ჩატარადა და ბავშვებისთვის სპეციალური კუთხეც მოეწყო, სივრცე ასევე აღიჭურვა ყველა იმ ინვენტარით, რომელიც ბავშვებთან მუშაობის დროსაა საჭირო. პროექტი ორგანიზაცია ,,ქართლოსს“ ეკუთვნის.ორგანიზაცია მსგავსი ცენტრის მოწობას სოფელ ნიქოზშიც გეგმავს.

„სკრის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა ასევე პრაქტიკული საჩვენებელი სამუშაოები. მე როგორც ვიცი, ბავშვები ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ, მოეოწონათ. ასეთი გარემო მათ მხოლოდ ფილმებში თუ ჰქონდათ ნანახი“, -ამბობს ანა ჯებისაშვილი

პროექტი სახელწოდებით ,,ტრამპოლინა“, პოლონელ პარტნიორებთან ერთად, ორგანიზაცია რიტას მხარდაჭერით ხორციელდება. არტთერაპიის ცენტრების გახსნამდე, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღებისა და სხვადასხვა დღის ცენტრის წარმომადგენლებს ერთ კვირიანი ტრენინგები ჩაუტარდათ, რაც ორგანიზატორების განმარტებით, ბავშვებთან ერთიერთობებში ახალი მეთოდების დანერგვას გულისხმობდა. ტრენინგის მონაწილეებმა ბავშვის ფსიქოლოგიური განწყობები აგრესიის დაძლევისა და სწორი ურთიერთობის მეთოდები შეისწავლეს.

ამავე თემაზე: გორში ბავშვთან ურთიერთობის პოლონურ გამოცდილებას ეცნობიან

 

Read 1042 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი