ჰოლანდიის ელჩს ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერებამ 10 წლის წინანდელი განცდები განუახლა

მარტი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმს სტუმრობდა.

იოჰანეს დოურმამ საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და რუსული აგრესიის შესახებ დოკუმენტურ მასალას გაეცნო. დღესვე ოკუპაციის მუზეუმში მან 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფილმი ნახა, სადაც გორის ცენტრში კასეტური ბომბის ჩამოვარდნის პერიოდიცაა ნაჩვენები. სწორედ ამ დროს მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ჰოლანდიელი ვიდეოოპერატორი სტანს ტორიმანსი დაიღუპა. 

,,ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. მნიშვნელოვანი პროექტია და ვფიქრობ, აუცილებლი და საჭირო საინფორმაციო სივრცეა. 2008 წელს მე რუსეთში ვიყავი ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენელი, 10 წლის შემდეგ კი ამ მუზეუმში ვარ. მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი და ახლანდელი განცდები ერთმანეთში ამერია. დოკუმენტური მასალებისა და ფაქტების გაცნობის შემდეგ, ომის შედეგებზე უფრო მეტი შევიტყვე. ასევე ბევრი ადამიანური ისტორიაც მოვისმინე", -აღნიშნა მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ჰოლანდიის ელჩმა.

პროექტს ,,ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში“ ორგანიზაცია "ქართლოსი" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ წარმომადგენელი მეგი ბიბილური მიესალმება საერთაშორისო დაინტერესებას და ფიქრობს, რომ ოკუპაციის მუზეუმი ადგილობრივ თუ უცხოელ დამთვალიერებელს უფრო მეტს უამბობს 2008 წლის აგვისტოს ომზე, ვიდრე შესაძლოა მანამდე იცოდნენ.

,,ელჩთან შეხვედრისას ვისაუბრეთ სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე სამშვიდობო მიმართულებით. მოხარულია ჩვენი ორგანიზაცია, რომ ყოველდღიურად სტუმრობენ ოკუპაციის მუზეუმს არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ, უცხოელი დამთვალიერებლები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ჩვენი მუზეუმი ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს რომ ეს სივრცე დაათვალიეროს“, - ამბობს ორგანიზაცია ქართლოსის ხელმძღვანელი მეგი ბიბილური.

ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლამდე ოკუპაციის მუზეუმი რამდენიმე დღის წინ საქართველოში ბულგარეთისა და სლოვაკეთის  ელჩებმაც მოინახულეს.

Read 1688 times Last modified on Last modified on მარტი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი