შიდა ქართლში, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, 66 პირი დააკავეს

მარტი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო სამი თვეში, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა", - შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

უწყების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით,  66 ადამიანი დააკავეს შიდა ქართლში.

სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.

დაკავებული 855 პირიდან: 585 მათგანი დაკავებული იქნა ოჯახში ძალადობის ბრალდებით (1261 მუხლი); 206 - ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით (111-126-ე მუხლი); 39 - ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით (111-151-ე მუხლი); 5 - ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით (111-117-ე და 111-120-ე მუხლები); 3 - ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით (111-150-ე მუხლი); 3 - ოჯახის წევრის ადევნების ბრალდებით (111-1511 მუხლი); 3 - ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით (111-19-108-109-ე მუხლები); 2 - ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით (111-108-109-ე მუხლები); 2 - ოჯახის წევრის ნივთის დაზიანების ბრალდებით (111-187-ე მუხლი); 2 - ოჯახის წევრის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით (111 -143-ე მუხლი); 1 - ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით (111-137-ე მუხლი); 1 - ოჯახის წევრის მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით (111-1443 მუხლი); 1 - ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით (111-115-ე მუხლი); 1 - ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით (111 -3811 მუხლი); 1 - ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით 111 -144-ე მუხლი).

Read 1311 times Last modified on Last modified on მარტი 29 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი