სკოლა დირექტორის გარეშე

მარტი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

ნიქოზის საჯარო სკოლას, 2017 წლის ნოემბრიდან, დირექტორი არ ჰყავს.

5 თვეა, ნიქოზის სკოლა დირექტორის გარეშე მუშაობს. მის მოვალეობას მოადგილე, ნათელა მინდიაშვილი ასრულებს. მან გვითხრა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

 

„ის, რომ სკოლას დირექტორი ოფიციალურად არ ჰყავს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ხელს არ უშლის. მე მოვალოების შემსრულებელი ვარ, თუმცა კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, ვაპირებ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიყო“, - აღნიშნა ნათელა მინდიაშვილმა.

ამ საკითხზე რადიო "მოზაიკა" გორის რესურსცენტრის დირექტორს ესაუბრა. თამარ გოგლიძემ გვითრა, რომ ამ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადებული არ არის.  

„შესაძლებელია, კონკურსი გამოცხადდეს. შეიძლება მინისტრმა დანიშნოს. კონკურსის გამოცხადება ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა გამოცხადების შემთხვევაში მხოლოდ ნიქოზის სკოლის დირექტორს არ შეეხება. ეს იქნება ყველა სკოლაზე. გარდა ამისა, ჯერ სკოლის დირექტორების სერთიფიცირება უნდა მოხდეს, რათა კონკურსში მონაწილეობა მიიღონ", - განმარტა თამარ გოგლიძემ.

ნიქოზის სკოლის დორექტორი გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. ამის შემდეგ განათლების სამინისტროში დირექტორობის მსურველ რამდენიმე კანდიდატს გასაუბრება ჩაუტარდა. ერთ-ერთი მათგანი ლია შატაკიშვილია. ის კომისიის გადაწყვეტილებას ამ დრომდე ელოდება.

„განათლების სამინისტროში დირექტორების კანდიდატებს 31 იანვარს გასაუბრება ჩაგვიტარეს, სულ 4 კანდიდატი ვიყავით. დაახლოებით ორი თვე გავიდა, თუმცა ჯერ არანაირი პასუხი არ მიგვიღია", - ამბობს ლია შატაკიშვილი.

ნიქოზის სკოლას გასული წლის შემოდგომამდე თამაზ მელანაშვილი ხელმძღვანელობდა. მაშინ ის ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა. დღეს კი ყოფილმა დირექტორმა აღნიშნულ თემაზე რადიო „მოზაიკასთან“ საუბარი აღარ ისურვა. 

Read 1334 times Last modified on Last modified on მარტი 29 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი