სანაკოევი: დევნილების თემის განხილვას ოსური მხარე გაეროში გვირჩევს

მარტი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჟენევიდან დაბრუნებული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირველ კომენტარს რადიო ,,მოზაიკასთან“ აკეთებს და სამუშაო ჯგუფში იძულებით გადაადგილებული პირების განხილვის შესახებ ოსური მხარის პოზიციას აჟღერებს.

მისი თქმით, ცხინვალის რეჟიმი ქართულ მხარეს ურჩევს, დევნილების დაბრუნების საკითხი გაეროში დააყენოს. სანაკოევის თქმით, რუსულმა მხარემ ამ საკითხის კომენტარებისგან თავი შეიკავა.

,,ჩვენ გვქონდა იძულებით გადაადგილებულ პირებზე საუბარი. ოსური მხარის წარმომადგენლებმა გვითხეს, რომ თუ კი დევნილების თემაზე საუბარი და რაიმე გადაწყვეტილების მიღება გვსურს, ეს საკითხი გაეროში უნდა დავაყენოთ. რაც შეეხება რუსულ მხარეს, ამ დროს ის გაჩერებული იყო და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი რაც მოხდა, პასუხისმგებელი რუსეთია. სწორედ მისი ქმედებების შედეგად აღმოჩნდა ნახევარმილიონამდე ადამიანი დევნილობაში“, - განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2013 წელს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

არასავალდებულო რეზოლუციას 2008 წლის შემდეგ გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს. რუსეთი კი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მიერ ინიცირებულ ამგვარ რეზოლუციებს და აცხადებდა, რომ რეზოლუციის ტექსტი „უკიდურესად პოლიტიზირებულია“ და „არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობებს“ არ ასახავდა.

მოსკოვი ასევე აცხადებდა, რომ თუ საქართველოს ამ საკითხის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაყენება სურს, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებსაც უნდა მიეცეთ შანსი, რომ მონაწილეობა მიიღონ ამგვარ დისკუსიებში გაეროში, რასაც საქართველო ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა.

Read 1703 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი