გორის დატბორილი ქუჩები - ხელისუფლების პასუხი მოქალაქეებს

მარტი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

ძლიერი ან ხანგრძლივი წვიმის შემდეგ, გორის ქუჩებში იმხელა გუბეები დგება, რომ ხალხს ფეხით გადადგილება უჭირს. 

wvimaa 29.03

გორი, ძლიერი წვიმის შემდეგ

ქალაქის არაერთ ქუჩაზე წყალი ნიაღვრად მოედინება. რამდენიმე ადგილას საფეხმავლო ბილიკებიც დატბორილია.

,,დღეს ძალიან დატბორილი იყო ქუჩები. სტალინის და ჭავჭავაძის კვეთაზეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრია, საერთოდ შეუძლებელი იყო გადაადგილება. მიწისქვეშა გადასასვლელამდეც ვერ მივედი. ძალიან დიდი პრობლემაა სანიაღვრე არხები და, რა თქმა უნდა, მოსაგვარებელია“, - გვითხრა ნანა ქარსიძემ.


,,მრგვალ ბინებში არ არის საგანგაშო მდგომარეობა, მაგრამ გზა ძალიან დატბორილია. იქნება თუ არა ინტენსიური წვიმა, შეუძლებელია მანდ გავლა. რამდენადაც ვიცი, ჭალის მიმართულებით სამანქანო გზისა და სანიაღვრეების მოწყობა უკვე გადაწყვეტილია პროგრამულად და იმედი მაქვს, ეს პრობლემა გადაიჭრება“, - ამბობს მაკა.

გორელები ამბობენ, რომ ამ პრობლემის მიზეზი გზების მოპირკეთებისას დაშვებული შეცდომებია. მათი აზრით ასფალტის დაგებამდე მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე არხები უნდა მოეწყოს, რაც წვიმის წყალს გადინებას უზრუნველყოფდა. 

,,ქალაქში აბსოლუტურად მწყობრიდანაა გამოსული სანიაღვრე სისტემა. ფეხით კი არა, მანქანითაც ვერ გადაადგილდები. რამდენადაც მე ვიცი, ახლა რომ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, არც იქ არ არის გათვალისწინებული ამ სისტემის მოწყობა და კარგი იქნება თუ შესწორებას შეიტანენ“, - განაცხადა დავით მახნიაშვილმა. 


,,ძალიან ცუდი მდგომარეობაა ქუჩიდან ქუჩაზე ვერ გადახვალ. ამიტომ უნდა გამოფხიზლდნენ ადგილობრივ ხელისუფლებაში და ნახონ რა ხდება. მარტო ხელფასების მატება არ არის მათი საქმე“, - გვითხრა ანამ.


,,ჩემს უბანში შემოსასვლელი ცენტრალური გზაც დატბორილია. წმინდაწყალზე, 9 სართულიანის ეზოზე მაქვს საუბარი. სადარბაზოსთან არის ძალიან დიდი ნიაღვარი. სამწუხაროდ, წლებია ამ ფაქტზე რეაგირებას არავინ ახდებს“, - ამბობს ლევან ბაგრი.

29.03 wvimaგორი, ძლიერი წვიმის შემდეგ


გორში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. 

,,წვიმის დროს რომ ნიაღვრები დგება - ეს ახალი არ არის. გაიწოვება. რამდენიმე პროექტი უკვე დაწყებულია ახლა, მათ შორის, თბილისის ქუჩა უკვე დავიწყეთ. გათვალისწინებულია ფარნავაზისა და კახნიაშვილის ქუჩებიც. სრულიად ახალი სანიაღვრე სისტემა ეწყობა, რაც განტვირთავს ამ ტერიტორიას. წლის ბოლომდე კი, ქალაქის დანარჩენ ნაწილსაც მივხედავთ“, - აცხადებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ჯალაღანია.


სანიაღვრე არხების არარსებობის გამო, უამინდობისას, განსაკუთრეებული პრობლემა ნინოშვილისა და თბილისის ქუჩაზე მცხოვრებლებს ექმნებათ. ხშირად იტბორება მდინარეების სიახლოვეს მდებარე სახლები. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, 2018 წლის პროექტები ძირითადად გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას გულისხმობენ.

 

 

Read 1731 times Last modified on Last modified on მარტი 29 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი