კოკოითი: ტატუნაშვილი თუ დივერსანტი იყო, მტკიცებულებები უნდა წარვადგინოთ

მარტი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის განცხადებით, ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი დივერსანტი თუ იყო, ე.წ. ხელისუფლებას ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება უნდა წარედგინა საზოგადოებისათვის.

კოკოითის თქმით, ეს არის ანატოლი ბიბილოვის პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ და მის მიერ საქართველოს ინტერესების გატარება.

“ტატუნაშვილის სიკვდილი ადამიანური ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის. იგი რომ დივერსანტი ყოფილიყო, ყველა მტკიცებულება უნდა წარადგინო, თუმცა აღნიშნულ სიტუციაში ეს არის პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შორსმიმავალი შედეგით. არ გამოვრიცხავ, რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციაში სწორედ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ გარეული. სხვა შემთხვევაში როგორ უნდა ახსნა ის, რომ ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში.. კარგი, რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ სიტუაციის გაწელვით, საქართველო მთელ ინფორმაციას აწვდის მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც შემდეგ ემუქრება რუსეთის ფედერაციას.

ჩვენ, ოსები მაღალკულტურული ერი ვართ და აღნიშნულ შემთხვევაში ეს ოსეთის იმ რეპუტაციას ურტყამს, რომელიც ძალიან რთულ დროს მოვიპოვეთ. ჩვენ არასდროს მიგვიცია საბაბი, რომ ასეთ კანონსაწინააღმდეგო, არაადამიანურ ქმედებებში დავედანაშაულებინეთ. ეს ის პროქართული ძალებია, რომელთაც სამხრეთ ოსეთში შემოაღწიეს, სწორედ მათი პროვოცირებულია ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, რომელსაც საჯაროდ დავსვამ”, – აცხადებს კოკოითი.

Read 4302 times Last modified on Last modified on მარტი 30 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი