საიას საარჩევნო მონიტორინგში გელა კაპანაძისა და ლიზა ყაზიშვილის საქმეები მოხვდა

მარტი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში გორთან დაკავშირებული ორი ფაქტია შეტანილი. საარჩევნო გარემოს მონიტორინგი 2017 წლის 1-ლი ივნისიდან 19 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს და ის საქართველოს სხვადასხვა ოლქებში დაფისქირებულ შემთხვევებს ასახავს.

გორის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული ერთი ფაქტი გამგებლის მაშინდელ მოადგილეს - გელა კაპანაძეს ეხება. მეორე კი გორის კულტურისა და ახალგაზრდული ცენტრის ყოფილ თანამშრომელს ლიზა ყაზიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას.

დანართი #3 წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტები •

საიას მონიტორების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გელა კაპანაძე 2017 წლის 21 სექტემბერს, სამუშაო საათებში (15:52 საათზე) იმყოფებოდა „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ გორის ოფისში;

დანართი #6

სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები 2017 წლის 5 ივნისს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის მიერ სამსახურიდან გათავისუფლდა სასწავლო ნაწილის გამგე ელიზა ყაზიშვილი. გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის შემდგომ, ადმინისტრაციის გარდა, არც ერთი რიგითი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა. თავად ყაზიშვილი მის გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა. ყაზიშვილმა საიას წარმომადგენლებთან საუბარში აღნიშნა, რომ ის არის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და მის გათავისუფლებას წინ უძღოდა არაერთი საჯარო გამოსვლა ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ იყო დამტკიცებული საშტატო ნუსხა, ა(ა)იპ-ის დირექტორმა მოსთხოვა მას, დაეწერა განცხადება გათავისუფლების თაობაზე, რაზეც მან უარი განაცხადა. შემდეგ მას ზეპირი ფორმით შეატყობინეს შტატის გაუქმებისა და გათავისუფლების შესახებ მაშინ, როდესაც თანამშრომელთა საშტატო ნუსხა ჯერ დამტკიცებული არ იყო. ასევე, საშტატო ნუსხა დამტკიცებული არც მაშინ იყო, როდესაც გამოიცა ბრძანება მისი გათავისუფლების თაობაზე. ანგარიშის გამოქვეყნების მომენტისთვის საქმეს სასამართლო იხილავს.

Read 1410 times Last modified on Last modified on მარტი 30 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი