Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 30 მარტი 2018 18:47

გორის საკრებულოში მეექვსე ფრაქცია ჩამოყალიბდება

Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოში ახალი ფრაქცია - "პატრიოტები ხალხის სამსახურში“ შეიქმნება. შესაბამის განკარგულებას საკრებულოს სამანდატო - საპროცედურო კომისია სწავლობს.

 

ფრაქციის თავმჯდომარედ ,,პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი თამარ კოდოშვილი მოიაზრება, მოადგილედ დამოუკიდებელი დეპუტატი - მერაბ მახარაშვილი. ფრაქციის მესამე წევრი კახაბერ ედიშერაშვილი იქნება.

"პატრიოტები ხალხის სამსახურში“ გარდა, საკრებულოში კიდევ ხუთი ფრაქცია - ,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; ფრაქცია ,,ევროპული შენება“; ,,ქართული ოცნება - კონსერვატორები“; ,,ქართული ოცნება - მრეწველები“ ფუნქციონირებს. 

გორის ბიუჯეტს ერთი ფრაქციის შენახვა თვეში 4 000 ლარამდე უჯდება.

Read 2004 times Last modified on პარასკევი, 30 მარტი 2018 18:55