აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე გორში 1 დღით ადრე აღნიშნეს

აპრილი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 2 აპრილია, თუმცა ეს დღე გორში 1-ელ აპრილს აღნიშნეს.

ღონისძიების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, დედათა და ბავშვთა ცენტრ ,,იავნანასთანარსებულმა სარეაბილიტაციო ცენტრმა ,,ნაბიჯებმადა ბავშვთა გასართობმა ცენტრმა ,,რიომაუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 20 ბავშვს გასართობ ცენტრში უმასპინძლეს და საჩუქრები გადასცეს.

ნაბიჯების განყოფილების გამგემ თემურ ჩლაიძემ ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა.

“გორში ხორციელდება სამკურნალო ცხენოსნობის, რაიტთერაპიის პროექტი. რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვებს რეაბილიტაციის და სოციალიზაციის მხრივ მუშაობა და შედეგები უფრო ეფექტური გახდეს, - აღნიშნა ჩლაიძემ.

სადღესასწაულო ტორტი, ფოიერვერკები, სახალისო გასართობი პროგრამასაჩუქრები და სიყვარული, რაც ღონისძიების ორგანიზატორებმა აჩუქეს პატარებს,   უკვე ტრადიციადქცეული აქციაა, რომლის მხარდამჭერი და ხელმშემწყობი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა, - ამბობენ მერიის პრესამსახურში.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, გორში 2 აპრილს რაიმე სახის საინფორმაციო კამპანია დაგეგმილი არ არის.

როგორც "მოზაიკასთვის" არის ცნობილი, აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილების თოჯინების თეატრი ორგანიზაცია ,,ბილიკის" აღსაზრდელებისთვის სპექტაკლს გამართავს. 

 

 

სოციალური პოლიტიკა:

სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლამდე) მკურნალობის ხარჯების დაფინანსებას 2000 ლარით. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს თანხა შადგენდა 1000 ლარს, ხოლო 2018 წელს თანხა გაიზარდა 2000 ლარამდე. გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს აუტისტთა საფეხბურთო გუნდი, რომელშიც გაერთიანებულია 20 ბავშვი. აღნიშნული გუნდი 2018 წლის 1-ლი მარტიდან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 18 400 ლარით.

 

2 აპრილი და აუტისტური სპექტრის აშლილობა: 

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.

აუტისტური სპექტის აშლილობა განვითარების შეფერხებაა და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით, თუმცა აუტიზმის მქონე ადამიანებს ხშირად შეუძლიათ ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და არ მოახდინოს ამ ადამიანთადისკრედიტაცია, ხოლო სახელისუფლებო ორგანოებმა, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება და უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.

Read 1713 times Last modified on Last modified on აპრილი 02 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი