mukilurji640X90

აუტიზმის მსოფლიო დღე "ბილიკმა" თოჯინების სპექტაკლით აღნიშნა

აპრილი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თოჯინების თეატრმა სპექტაკლი დადგა. 

ღონისძიება საზოგადოება "ბილიკმა" საკუთარი ბენეფიციარებისთვის მოაწყო. 

"ჩვენ გვაქვს ადრეული განვითარების პროგრამა, სადაც ვმუშაობთ განვითარების შეფერხების მქონე 40-მდე ბავშვთან. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მივდივართ ამ ბავშვებთან და სხვადასხვა მომსახურებას ვუწევთ მათ. დღევანდელი ღონისძიება თოჯინების თეატრთან თანამშრომლობით მოვაწყვეთ. ეს დღე იყო გამონაკლისი იმ თვალსაზრისით, რომ ეს ბავშვები პირველად მოვიდნენ თავად ჩვენ მიერ ორგანიზაებულ ღონისძიებაზე", - გვითხრა საზოგადოება "ბილიკის" ბავშვზე ზრუნვის პროგრამის მენეჯერმა ხვიჩა პოსოშვილმა. 

ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილების თოჯინების თეატრის ერთსაათიან სპექტაკლს 15-მდე ბავშვი საკუთარ მშობელთან ერთად დაესწრო. 

ამავე თემაზე: აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე გორში 1 დღით ადრე აღნიშნეს

 

 

 

Read 603 times Last modified on Last modified on აპრილი 02 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი