Back to Top
ორშაბათი, 02 აპრილი 2018 15:58

ახალი გუბერნატორის ქონება 2017 წლის მდგომარეობით

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წელს ჯერ არ განუახლებია. 

2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით, აკაკი მაჭუტაძე ფლობს 1 ბინასა და 1 მიწის ნაკვეთს. 

დოკუმენტის თანახმად, ახალმა გუბერნატორმა თბილისში, 75 კვ.მ ფართობის ბინა 2004 წელს 11 500 დოლარად შეიძინა, ხოლო სოფელ ჭყვიშში მდებარე 2500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი 1998 წელს სახელმწიფოსგან მიიღო. 

ოფიციალური ინფორმაციით, იმ დროისთვის აკაკი მაჭუტაძის დანაზოგი 7 000 ლარს შეადგენდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2016 წელს, აკაკი მაჭუტაძის შემოსავალმა 85 200 ლარი შეადგინა. აქედან, 70 800 ლარი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულ-გუბერნატორის პოზიციაზე, ხოლო 14 400 ლარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობის სანაცვლოდ მიიღო.

ამავე თემაზე: ინფორმაცია შიდა ქართლის ახალი გუბერნატორის შესახებ

Read 2291 times Last modified on ორშაბათი, 02 აპრილი 2018 16:08