მაკრახიძის ოჯახის შემოსავლებმა ორ წელში 2 მილიონს გადააჭარბა

აპრილი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი-დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ოჯახის შემოსავლებმა ბოლო ორ წელში 2 025 431 ლარი შეადგინა.

2016 წელი 

2016 წლის მონაცემებით, იოსებ მაკრახიძე 100%-იანი წილით, 6 ობიექტზე, მიწის ნაკვეთებს, არასაცხოვრებელ ფართს და საცხოვრებელ სახლს ფლობს. მისი მეუღლე ციცინო კალანდაძე კი 2 ობიექტზე 60-60%-იან წილს ფლობს - აქედან 1 არასაცხოვრებელი ფართი და 1 მიწის ნაკვეთია.

იოსებ მაკრახიძეს 3 900 ლარი "საქართველოს ბანკში" და 4 394 ლარი "ქართუ ბანკში" დანაზოგის სახით უფიქსირდება. ხოლო მის ცოლს ციცინო კალანდაძეს - "ბანკი ქართუს" ანგარიშზე ანაბარის სახით 47 000 დოლარი აქვს. 

რაც შეეხება შემოსავლებს, მაკრახიძეს 57 000 ლარიანი სარგებელი ჰქონდა. პარლამენტიდან მიღებულმა ხელფასმა  - 3 690 ლარი შეადგინა. ნაღდი ფულის სახით - 4 500 ლარი უფიქსირდება. მისმა ცოლმა შემოსავლის სახით 2016 წელს - 9 000 ლარი მიიღო.

დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მაკრახიძემ 2016 წელს აგრო სესხის დასაფარად, 13 946 დოლარი გადაიხადა.

2017 წელი 

2017 წლის ქონებრივ დეკლარაციით, მაკრახიძეს უძრავ ქონებათა ნუსხაში ცვლილება არ აქვს.

2017 წლის განმავლობაში პარლამენტარს ნაშთის სახით ,,საქართველოს ბანკში“ - 500 ლარი, ,,ბანკი ქართუში“- 4 500 ლარი, ვითიბი ბანკში კი 14 392 ლარი აქვს. გარდა ამისა, დეპუტატი ნაღდი ფულის სახით 5 000 ლარს ფლობს. 

პარლამენტარობიდან მიღებულმა ხელფასმა 2017 წელს 4612 ლარი შეადგინა. 

2016 წელთან შედარებით, 2017 წელს დეპუტატის ოჯახის შემოსავლები გაზრდილია 47 903 ლარით. ცვლილებები შეინიშნება მის გასავლებშიც. 2017 წელს დეპუტატის გასავალი პირადი კომფორტის მიზნით გაწეული ხარჯი და შვილებისთვის ნაჩუქარი თანხაა.

2018 წელი 

გორის მაჟორიტარი დეპუტატისა და მისი ცოლის კომპანიებმა მიმდინარე წლის მარტში გორის მერიის ტენდერებიდან 2 110 473 ლარი მიიღო - ეს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზეა განთავსებული.

შპს ,,იბოლიამ“,  სადაც დეპუტატი 40%-იან წილს ფლობს, გასულ თვეს გორის მუნიციპალიტეტში 1 040 000 ლარიანი ტენდერი მოიგო. მისი ცოლის კომპანიამ ("შარა" -ციცინო კალანდაძე, 33%-იანი მესაკუთე) კი -1 070 473 ლარი.

 

 

Read 1718 times Last modified on Last modified on აპრილი 03 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი